ქალმა პირველი მშობიარობისას ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები დღეგამოშვებით გააჩინა. საქმე ის არის, რომ ამ უკანასკნელს ორი საშვილოსნო აქვს.
კრისტენ სტივენს სომერსეტიდან ტყუპი ვაჟები, ჰიუგო და ლეო შეეძინა, რომლებიც ახლა უკვე 20 თვისანი არიან. ისინი 11 წუთიანი ინტერვალით დაიბადნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა დღეს აქვთ დაბადების დღეები. ასევე, დაბადებისას ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბავშვები იდენტური ტყუპები არ იყვნენ.
„მთელი ორსულობის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ ბიჭები იდენტური ტყუპები არ იყვნენ, სხვა რა გზა მქონდა, შევეგუე“, – იხსენებს დედა. „მაგრამ როგორც კი დაიბადნენ და გაიზარდნენ ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს.
იმის შანსი რომ ბიჭები იდენტური ტყუპები იქნებოდნენ მხოლოდ 30 პროცენტი გახლდათ, რადგან მათი განვითარება სხვადასხვა საშვილოსნოში მოხდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ისინი ერთი კვერცხუჯრედის ჩანასახები აღმოჩნდნენ და შესაბამისად მსგავსებაც თვალსაჩინოა.


















მასალის გამოყენების პირობები






