19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 20:50, 18 Feb, 2021     1617

ვერძი

თქვენი სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი პოტენციალი მაღალ დონეზეა. გაზრდილი ინტუიცია შექმნილი ვითარებიდან სწორი გამოსავალის პოვნაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, დაუფიქრებელმა სიტყვამ ან მოულოდნელმა ამბებმა შეიძლება სასიყვარულო საქმებში ხელი შეგიშალოთ. გამორიცხული არ არის ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები.

კურო

არახელსაყრელი დღეა. პროფესიული საქმიანობის სფეროში ან ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები გელით. ნუ შეეცდებით საკუთარი მოვალეობების სხვის მხრებზე გადატანას. ეცადეთ, კრიზისული სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავალი მონახოთ. ცხოვრებისეულ პრობლემებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს გამოვლინდება, ხანგრძლივი და რთული იქნება. თავს გაუფრთხილდით და პროფილაქტიკურ მკურნალობას მიმართეთ.

ტყუპები

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენი სულის სიმტკიცეს, კომპრომისების პოვნის უნარს, პატიოსნებას და გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს - თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება, თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. ახალი საქმის დაწყებას ერიდეთ - თქვენი ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად სუსტდება. თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, დეპრესიაში ჩავარდნაც კი გემუქრებით. გირჩევთ, საკუთარიდან ყურადღება ახლობელი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ და სახლის კარი სტუმრებისთვის ფართოდ გააღოთ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში არ ჩაატაროთ არანაირი საქმიანი შეხვედრა და არ დანიშნოთ სასიყვარულო პაემნები - შეთანხმების მიღწევა უკიდურესად რთული იქნება. ამ დღეს ურთიერთგაგება საერთოდ არ არსებობს, ამიტომ მოსალოდნელია მწვავე დაპირისპირება ფუნდამენტურ საკითხებზე. ყველა საქმე დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ, როდესაც უარყოფითი ტენდენციების გავლენა შემცირდება.

ქალწული

წინდახედულება და კარგად გააზრებული მოქმედება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია იზრდება. მოულოდნელმა დაბრკოლებამ, რომელიც ფარული მტრების ინტრიგებს უკავშირდება, შეიძლება, თქვენს საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, საკუთარი პოზიციის განმტკიცების გზები მონახოთ, ინიციატივა და სიმტკიცე გამოიჩინოთ.

სასწორი

წინა დღეების სწორი ტაქტიკის შედეგად ახალი საქმის დასაწყებად ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს ეხება. მცირე მოგება ან გარიგებაც კი გელით. ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი მალე სერიოზულ ურთიერთობად გადაიქცევა. სიზმრები პირიქით უნდა განმარტოთ.

მორიელი

კრიტიკული დღეა. ამ დღეს ყველანაირი უსიამოვნო მოულოდნელობა გელით. რთულ ვითარებაში მხოლოდ ემოციების მართვის უნარი დაგეხმარებათ. გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება პირადი ურთიერთობებში სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრს გამოცდას მოუწყობს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი საქმე თქვენგან ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში სიტუაციის არატრადიციული ხედვა, დამოუკიდებელი მოქმედება და სწრაფი რექციის უნარი დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ღალატი ან პარტნიორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ახალი ნაცნობობა გელით, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

თხის რქა

საქმის მიმართ ინოვაციური მიდგომა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე სარისკო წამოწყებას წარმატებით დაასრულებს. სასიყვარულო ურთიერთობა ან ძალიან სასიხარულო შეხვედრა გელით. ხელსაყრელი დღეა შესყიდვებისთვისა და სახლში რემონტის დაწყებისთვის.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია შედეგების შეჯამებისთვის, უძრავი ქონების შეძენისა და ქორწინებისთვის. დღის პირველ ნახევარში გარკვეულმა დაბნეულობამ და საკუთარ თავში დაეჭვებამ შეიძლება, მცირე გაუგებრობები გამოიწვიოს. თუმცა, თუ თავის ხელში აყვანა მოახერხეთ, გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნასაც შეძლებთ.

თევზები

არახელსაყრელი დღეა. სამსახურში მოსალოდნელმა სირთულეებმა შეიძლება განწყობაზე იმოქმედოს. აურის შესუსტების გამო გამორიცხული არ არის ინფექციური დაავადებები. თუ დღეს მოულოდნელად ავად გახდებით, დაავადება გრძელი და რთული იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თბილად ჩაიცვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42