უამინდობისა და უხვად მოსული ნალექის გამო, გუშინ ჯიპიაი ჰოლდინგში დაზღვეული 74 ავტომობილი დაზიანდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი ყოველდღიური ზარალიანობის მაჩვენებელზე, საშულოდ 5-ჯერ მეტია. ჯიპიაის ზარალების რეგულირების სამსახური მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.
ავტომობილების დაზიანებების ძირითადი მიზეზი გაუწმენდავი გზები და ხის დაცემა გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა, 51 ზარალი თბილისში დაფიქსირდა, 23 რეგიონებში. 39 ზარალის დარეგულირება ადგილზევე მოხდა. ანაზღაურების სახით კომპანიამ 25 980 ლარი უკვე გასცა. 35 შემთხვევაზე დაწყებულია დარეგულირების პროცესი.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავტოდაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და 2020 წლის მონაცემებით მას ბაზრის 17% უჭირავს. კომპანიამ 2020 წელს ავტოდაზღვევის მიმართულებით 9 128 070 მილიონი ლარი აანაზღაურა.
ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა გავრცელებული რისკისაგან დაგაზღვევთ: ავარია, ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქია და სხვა. კომპანიის ზარალების რეგულირების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და გამოირჩევა სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. ჯიპიაიში ავარიის შესახებ განაცხადის გაკეთება და ანაზღაურების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. 1000 ლარამდე ზარალი კი დაზღვეულს ადგილზე უნაზღაურდება.
მასალის გამოყენების პირობები