თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ გადასასვლელთან მდებარე შუქნიშანთან ჯიპის თიპის ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა, რომელიც შუქნიშანს უახლოვდებოდა, სიჩქარე ვერ გათვალა და წინ მდგარ, შუქნიშნის წითელ ნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანას უკნიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა.


შეჯახების შემდეგ ავტომანქანამ, რომელსაც ჯიპი დაეჯახა, ინერციით წინ მდგარი ავტომობილი დააზიანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საბოლოო ჯამში, სამი ავტომანქანა დაზიანდა. ჯიპს, რომლის მძღოლის დაუდევრობამ და გადაჭარბებულმა სიჩქარემ, სავარაუდოდ, ავარია გამოიწვია, საჰაერო ბალიშები გაეხსნა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არც მანქანებში მყოფი და არც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეები არ დაშავებულან.
მიმდინარეობს გამოძიება. მასალას თანდართული ფოტოები შემთხვევის ადგილზე „ნიუპოსტმა“ გადაიღო.
მასალის გამოყენების პირობები






