ქალი, რომელმაც 88 კილოგრამი დაიკლო, საუბრობს თუ როგორი ცუდი ზეგავლენა იქონია მავნე საკვებმა მის ცხოვრებაზე. მას არა ერთი ოპერაციის გაკეთება მოუწია იმისათვის, რომ ფორმაში ჩამდგარიყო. ის ამბობს, რომ განსაკუთრებით სტრესული გაწელილი კანი იყო, რომლის გამოჩ „თავს ტყავის კოსტიუმში გამომწყვდეულად გრძნობდა“.
31 წლის სეარა დოუელი აშშ–იდან, კერძოდ კი მინესოტადან არის. ის ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მის ცხოვრებაში მოზარდობისას სასტიკი შემთხვევა მოხდა, მას აბულინგებდნენ და სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, შედეგად სიმშვიდის მოსაპოვებლად არაჯანსაღ საკვებს მიმართა.
ის ჩიზბურგელებს, ფრისა და რძიან კოქტეილებს ყოველდღიურად მიირთმევდა, შედეგად წონაში ძალიან მოიმატა. სკოლის დამთავრებისას ის 92 კილოგრამს იწონიდა და საბოლოოდ 158 კილოგრამიან ნიშნულს მიაღწია.
სეარა თავს უბედურად გრძნობდა, 2015 წელს ბებია გარდაეცვალა და ალკოჰოლსაც მიმართა. მოგვიანებით კი გადაწყვიტა – იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილი თავიდან აეცილებინა რაღაც უნდა შეეცვალა, ის ქმარს გაშორდა, რომელთანაც თავს ძალიან უბედურად გრძნობდა და შესაბამის ვარჯიშებსა და სწორ კვებას მიმართა.
თუმცა, სასურველი შედეგი მანამდე ვერ იქნა მიღწეული, სანამ კუჭზე ოპერაცია არ ჩაიტარა. მან 90 კილოგრამი დაიკლო. შემდეგი ეპატი უფრომო და გაწელილი კანის მოშორება იყო. ახლა 31 წლის ქალი ბედნიერია და ოჯახი მეორედ შექმნა.











მასალის გამოყენების პირობები






