"გამოდით საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან...არ "ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი" - ემიგრანტი ქალის ემოციური მიმართვა
სოც.მედია - 14:59, 16 Feb, 2021     4047

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი , ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს სექსი ქორწინებამდეც შეიძლება რომ ქონდეთ და ამის გამო "14 წლის ბავშვს ცემაში არ უნდა კლავდნენ".

საყვარლიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს , რომ გამოვიდნენ "საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან".

"ხალხი რას იტყვის, ხალხი რას იტყვის! ამ ხალხი რას იტყვის გამო, ცემაში კლავდნენ 14 წლის ბავშვს. ნეტავ როდის ვნახავ საქართველოს და ქართველ ხალხს მენტალურად შეცვლილს!

დღეს, თანამედროვე ბავშვები მალე მწიფდებიან და მალე ხდებიან სქესობრივად აქტიურები. ზუსტად არ ვიცით ხომ, იმ 23 წლის ბიჭმა ნამდვილად გააუპატიურა თუ მათ სიყვარულით გააკეთეს ყველაფერი?!

თუ გაუპატიურება იყო მაშინ ის ბიჭი ციხეშია ამოსალპობი, ხოლო თუ ერთმანეთი უყვარდათ, დიდი ამბავი რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდათ.

გოგონა უფრო მალე მწიფდება ვიდრე ბიჭი.

არ "ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი. ადამიანს როგორც ჭამა უნდა, სმა, ისე უნდა სექსი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა და სირცხვილი არ არის!

აბა, ის არის კარგი, ამის გამო 14 წლის ბავშვს რომ ვკლავთ? წინ ხომ დიდი და ლამაზი ცხოვრება ელოდებოდა.

კარგით რა ხალხო, გეყოთ! გამოდით მაგ საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან. ქალიშვილობა არაფერია, მთავარი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნეში ტეხავს იმაზე ფიქრი, რომ ქალიშვილი მოიყვანოს შვილმა ცოლად და თუ ქალი ქალიშვილი არ არის, ესეიგი ბოზია!

ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავა ჩვენი ქვეყანა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა!

პატიოსნება ქალიშვილობით არ გამოიხატება! ბევრი ქალიშვილი ვიცი, რომელიც ათასგვარ უზენო საქციელს სჩადის. სექსის გამო ადამიანს ვკლავთ და სიცოცხლეს ვუსპობთ.

მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. იმედია, ნელ-ნელა სოფლებშიც შეიცვლება აზროვნება და ქალი თავად გადაწყვეტს თავის ბედს.

ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი აზრი, ბევრიც გაბრაზდება ამ პოსტზე, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები, სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42