ცნობილი ჯაზშემსრულებელი, მაია ბარათაშვილი თვლის, რომ ოჯახის შესაქმნელად ოპტიმალური ასაკი არ არსებობს და ქალს შეუძლია 80 წლის ასაკშიც იქორწინოს.
მისივე თქმით, ოჯახის შექმნა არ არის მარტივი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
"არანაირი ზღვარი არ არსებობს. თუ უნდა, ქალს შეუძლია 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს. ოჯახის შექმნა არ არის მხოლოდ ფიზიკური ასპექტი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ერთობაა.არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც თანამედროვეობაში აქტიურად ისმის და რომლის მიხედვითაც, პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო. ოჯახი დიდ მოთმინების უნარს მოითხოვს. მე ჩავთვალე, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა
ადამიანი, რომელთანაც ცხოვრების გატარება მომინდებოდა. არადა, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ სწავლობს ადამიანი უფლის სიყვარულს, ეგოიზმის დათრგუნვას. თუმცა, ვფიქრობ, მისი შექმნა მაშინ ღირს, თუკი ხვდები, რომ ეს შენი ცხოვრების ადამიანია“, - ამბობს მაია ბარათაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები