სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ყოვლისმომცველი ინსტიტუციური პროგრამის ხელშეწყობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეებისათვის გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტარდება შეხვედრა იმ მწარმოებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში. სოფლის მეურნეობის სექტორში რძის პროდუქტების წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, განსაკუთრებით დღეს, რადგან შანსი გვეძლევა ქართული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე - ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდეს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა.
მრგვალი მაგიდის გამართვის მიზანს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარება, ფერმერთა ინფორმირებულობა, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში არსებული კანონმდებლობის დახვეწა წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






