ტრაგიკულად გარდაცლილი 14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს
"თავს ვერ ვიპარსავ იმდენი შრამი მაქვს დედასგან მიყენებული " - აცხადებს გარდაცვლილის ძმა.
არასრულწლოვანის დედა კი ირწმუნება , რომ მისი შვილი სექსუალურის გარდა, ძალადობის მსხვერპლი იყო და ოჯახის წევრები ხშირად სცემდნენ:
"ბაბუა ძალადობდა ჩემს შვილზე. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე. მითხრა, რომ ნასვამი შემოვიდა ჩემ ოთახში, მე მეძინა და თავზე დამახტა და ცემა დამიწყოვო...გაუპატიურების დღეს სცემა უმოწყალოდ" , - ამბობს მერი რომანაძე.
გარდაცვლილ არასრულწლოვანს "გარყვნილებაში" ადანაშაულებენ ოჯახის სხვა წევრები.
14 წლის ნინის ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ დღეს, 2 თვის დაგიანებით გახდა ცნობილი - "მრავლობითი სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის უტყუარი კვალი" - ნათქვამია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით ნიკა ტაკიძე დააკავა, მოგვიანებით კი ბრალი დაუმძიმა და მის წინააღმდეგ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც დაიწყო - ასევე, ნიკა ტაკიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ადანაშაულებს
აქვე გეტყვით, რომ პოლიციამ კი ძალადობის ბრალდებით გარდაცვლილის ბაბუა დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






