არასდროს გაჩუმდეთ! ხმა რომ ამომეღო, შესაძლოა, ნინი ცოცხალი ყოფილიყო... - ახალი ფიგურანტი 14 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
სამართალი - 17:20, 15 Feb, 2021     7125
ქობულეთში მომხდარ გაუპატირებაში ბრალდებულს 23 წლის ნიკა ტაკიძეს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი გოგო ამხელს - ანა დიასამიძე მედიასთან კომენტარის მიცემამდე კი გაუპატიურებაში ბრალდებულზე სოციალურ ქსელში ალაპარაკდა და წლების წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა:
"რაც არ უნდა ვინმემ მემუქროს ამ პოსტს არ წავშლი. მორჩა სინდისი მაწუხებს... იმ დღიდან რაც სოფ. ქაქუთში მომხდარი შემზარავი ამბავი გავიგე სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ არ შემიძლია. თავის დროზე რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება, დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო. ჩემსავეთ სხვაც გაჩუმდა, ალბათ... ხედავთ დუმილმა სადამდე მიგვიყვანა?
ნიკა ტაკიძე, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რამდენიმე წლის წინ თავი სექსუალური შევიწროვებით დამამახსოვრა . ვიმეორებ შ ე მ ა ვ ი წ რ ო ვ ა.! ეს სხვა რამეა.
შემრცხვა, ვერავის ვუთხარი ... მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, მაგრამ მახსოვდა სახე და აღნაგობა. ვინააობა რამდენიმე დღეში გავიგე, როცა ქუჩში დავინახე ჩემს საქმროსთან და მეგობრებთან ერთად. ჩემმა საქმრომ გამაცნო ნ. ტაკიძე, როგორც დეიდაშვილი...
პოლიციისთვის არ მიმიმართავს და ანგარიშწორება ჩემმა მეგობრებმა მოახდინეს, მას შემდეგ რაც გავბედე მომხდარის მოყოლა. ნ. ტაკიძემ აღიარა რაც ჩაიდინა და მოიბოდიშა .. "არ ვიცოდი, ვინ იყავი" - ო... რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ ვიყავი..?
ნინის საქმეშიც მთავრი ფიგურანტი იგივე #ნ.ტ რომ აღმოჩნდა სინდისმა როგორ არ შემაწუხოს?..
ჩემი შეცდომა იყოს მაგალითი თქვენთვის, რომ არასდროს გაჩუმდეთ, რომ შეწყდეს ეს სისასტიკე... რომ ჩემსავეთ არ ინანოთ დუმილი. მაშინ შემრცხვა და შემეშინდა, რადგან "ხალხი რას იტყვის" ფიქრით ვცხოვრობდი.. ხალხს წიხლზე კიდიხართ, რომ იცოდეთ და ხვალ დაავიწყდებით, ამაზე იფიქრეთ, იმოქმედეთ და არ გაჩუმდეთ რაც არ უნდა მოხდეს!..
ბოდიშს ვიხდი ჩემი წილი დანაშაულისთვის, თუმცა ამიერიდან, არასდროს აღარ გავჩუმდები, გპირდებით..." - წერს ანა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. როგორც მან განაცხადა, მომხდარის დროს ის 17 წლის იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42