ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, სუზანა ვიეირა დაბადების დღეს ქართველ ჟურნალისტს, ელენე მარგალიტაშვილს ულოცავს.
ელენე „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ჟურნალისტია. ეს საჩუქარი მას ამავე ტელევიზიის კინოს რუბრიკის წამყვანმა, ბექა მაისურაძემ გაუკეთა.
ბექა სოციალურ ქსელში წერს:
„აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება მივულოცო დაბადების დღე ჩემ სუპერგმირ მეგობარს, ელენეს. მილიონი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ ყველა უფასურია იმასთან შედარებით, რასაც ელენე წარმოადგენს ჩემთვის. საკმარის სიტყვებს მე ვერ ვპოულობ, მაგრამ აი, მოვახერხე და სუზანა ვიეირას მოვალოცინე შენთვის დაბადების დღე, თანაც სიმღერით.
ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, მადლობაა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ, ჩემო პატრონუსო! .
მიყვარხარ“.
ელენესთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა. სუზანა მისი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია ბავშვობიდან და ბექასთვის მადლობის სიტყვები არ დაიშურა.
მასალის გამოყენების პირობები