ჯგუფური გაუპატიურება სცადეს და ყველაფერი გოგოს დაბრალდა… ერთ-ერთი მოძალადე სკოლის პედაგოგის შვილი იყო – ძალადობის მსხვერპლის მძიმე ისტორია
სოც.მედია - 13:54, 15 Feb, 2021     1500


ორგანიზაციის – „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი სულისშემძვრელ წერილს აქვრცელებს:

„ვბრაზობ ჩემს თავზეც, რომ უძლური ვარ, რომ წლებია ვერ ვაიძულეთ პასუხისმგებელი ინსტიტუციები საქმე აკეთონ. ვბრაზობ ყველაზე და ყველაფერზე, მართლაც რა გახდა, 3 მილიონიან ქვეყანას ამდენი ჩინოვნიკი, პარლამენტარი, მინისტრები, მათი მოადგილეები, სპეციალისტები მართავენ, წურბელებივით ასხედან კისერზე ხალხს, მათ გამო უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ჩემსავით ბევრი გაექცა სიდუხჭირეს…


განა რას ვითხოვთ?! თქვენივე დაწერილი კანონების აღსრულებას! მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ, თქვენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა გადარდებთ, პოლიტიზებულ საქმეებს ხომ წამში იძიებთ, ადამიანებს აქციებზე დასდევთ, პოლიტიკურ ლიდერებს უთვალთვალებთ, აპატიმრებთ, აჯარიმებთ…

ამ დროს გავიწყდებათ ყველაზე მთავარი, ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები… მათი უსაფრთხოება. მთელი სოციალური ქსელი მიჰქონდა ანაფორიანი, გაზულუქებული მღვდლების ფოტოებს, რომლებსაც მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტები დასდევდნენ, ამ დროს კი 14 წლის ნინი დამცირებული, ღირსებააყრილი, მიტოვებული, შეშინებული მარტო რჩება უსისხლო, უჯილაგო სისტემის პირისპირ, საზოგადოების პირისპირ… ვერ გაუძლო პატარა გოგომ, ალბათ ვერც მე გავუძლებდი ამ ასაკში… ხმას ვერ ვიღებ, სიბრაზისგან“, – წერს ქეთევან ხიდაშელი.

ის, წლების წინ, ასევე ქობულეთში მომხდარ ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს, რა დროსაც ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ერთი ისტორია მახსენდება, ისიც ქობულეთელი გოგო იყო, ჯგუფური გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი, შერცხვენილს ვიღა წაიყვანსო და „სამადლოდ“ გარიგებით გაათხოვეს ბიჭზე, რომელიც 3 წელი მასზე ძალადობდა, მეუღლესთან დაცილების შემდეგ მასზე საკუთარი მშობლებიც ძალადობდნენ, უმძიმესი ქეისი იყო.

გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ქონდა, 2 წლის ბავშვთან ერთად 1,6 წელი თავშესაფრებში გაატარა, ბევრი ეცადა ფეხზე დამდგარიყო, თუმცა ბოლოს მაინც მშობლების სახლში დაბრუნდა. გამახსენდა ეს ისტორია, ეს გოგონა ინციდენტის შემდეგ, მშობლებმა იმავე სკოლაში დატოვეს, სადაც გაუპატიურების მცდელობას ქონდა ადგილი, მოძალადეებიდან ერთ-ერთი, სკოლის პედაგოგის შვილი იყო, ყველაფერი გოგოს დაბრალდა, საქმე ჩაიფარცხა, პატარა გოგომ მაშინ გაუძლო ამ სტრესს, თუმცა რის ხარჯზე?

ნინიმ ვერ გაუძლო… ნინის გამო უნდა შევძრათ მთები, შევაჯანჯღაროთ სამინისტროები, უნდა ვიხმაუროთ, უნდა ვაიძულოთ თავი შეიწუხონ, ჩვენც უნდა შევწუხდეთ. ჩვენი ორგანიზაცია უერთდება 100 დღიან კამპანიას. პირადად მეც სხვადასხვა ფორმით აუცილებლად ჩავერთვები კამპანიაში“, – წერს ქეთევან ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42