ხელისუფლება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას არ გეგმავს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დამსახურებაა ის, რომ ინფიცირების მაჩვენებლის დაწევამ სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნის საშუალება მისცა მთავრობას, თუმცა თავად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას დიდი ანალიზი სჭირდება:
"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიებაა, რაც საბჭოს გადაწყვეტილებიოთ განვახორციელეთ, ესაა გადაადგილების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ეს გაცილებით უფრო მკაცრი რამაა. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე.
ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას, ან გაუქმებაზე მსჯელობას, წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერ-ჯერობით, ამაზე მსჯელობა არა, ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ბიზნესები, სადაც შეზღუდვები ჯერ არ შეგვიმსუბუქებ", - განაცხადა თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






