"სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნორმალური ექიმი ბ-ნი კალოიანი ასეთ დონეზე დაეშვა" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს უპირისპირდება
COVID-19 - 11:48, 15 Feb, 2021     1797

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორს, ვახტანგ კალოიანს პასუხობს.

„ბ-ნ კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება Covid-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი „ჰეითერისთვისაც“ კი მეტისმეტია.

რემდესივირი ყველაზე საკამათო ანტივირუსული პრეპარატი კი არ არის, არამედ ამერიკის FDA-ისა და მსოფლიოს ყველა წამყვანი გაიდლაინის მიერ რეკომენდებული და მთელ მსოფლიში ძალიან ფართოდ გამოყენებული სადღეისოდ ერთადერთი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც უკვე 2 თვეა საქართველოშიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება.

ეს მედიკამენტი შეიძლება ფასდაუდებელი ყოფილიყო ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ, რაც COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სასიკვდილო გართულებაა. უფრო მეტიც, ჩვენ ის პირველად წარმატებით 2020 წლის მარტში გამოვიყენეთ და ამის შემდეგ ამ მედიკამენტით არაერთი უმძიმესი და სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გადავარჩინეთ.

ბ-ნი კალოიანი „TV-1”-ის ა.წ. 8 თებერვლის გადაცემა „პირველებში“ ამტკიცებდა, რომ პანდემიის პიკის დროს ქვეყანას ჟანგბადის საკმარისი მარაგი არ ჰქონდა?! კიდევ ერთი დიდი ტყუილი. არც ერთხელ არცერთი COVID-19-თ ავადმყოფი საქართველოში არ დაზარალებულა ჟანგბადის ან სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახანს ამერიკის და ინგლისის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემული იყო განკარგულება, რომ ამ ქვეყნებში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო?! ქ. ლოს ანჯელესსა და ქ. ლონდონში ჟანგბადი მიეწოდებინათ მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია?! ასეთი რამ ხომ საქართველოში არასდროს მომხდარა, ამას დაფასება სჭირდება და არა ბ-ნი კალოიანის ღვარძლი და ქილიკი.

აი, ასეთია ბ-ნი კალოიანის და სხვა მისი თანამოაზრეების მორალი და პროფესიონალიზმი და ისინი ყველაფერს კადრულობენ, რის გამოც ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არიან.

რა ვქნათ, „ენას ძვალი არა აქვს“ და ლაპარაკს ვერავის აუკრძალავ. უბრალოდ, ალბათ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გარჩევა, თუ ვის შეიძლება დაუჯერო და ვის არა. ისე, ნიშანდობლივია, რომ ბ-ნი კალოიანი თავის მშობლიურ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყრიდა კენჭს და სულ ხმების 3% მიიღო (ახლა, ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს), როგორც ჩანს, საზოგადოებას უკვე აღარ ეშლება, თუ ვინ ვინ არის.

სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნორმალური ექიმი და რენიმატოლოგი ბ-ნი კალოიანი ასეთ დონეზე დაეშვა“, – წერს ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42