"იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს" - ხატია სიჭინავა
სოც.მედია - 15:14, 12 Feb, 2021     1696
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტია და სიცოცხლე ძალიან უყვარს და დეპრესიისთვის ვერც ერთ წამს ვერ გაიმეტებს.
მისი თქმით, ურჩევნია, დღევანდელი დღით იცხოვროს, ვიდრე თავი მოიკლას იმაზე ფიქრით, ხვალ რა და როგორ იქნება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:

"ახლა ყველა პირბადით დადის, მათ შორის, ბავშვებიც. ვიღაც თვლის, რომ ეს აუცილებელია და მათ არჩევანში არ ვერევი, მაგრამ ჩემი შვილებისთვის პირბადე ერთი დღითაც არ
გამიკეთებია. ვთვლი, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან, რადგან არ ვასუნთქებ ნახშირორჟანგს. ჩემთვის ეს არის მისაღები და სწორი...

2012 წელს ჩემი არჩევანი გავაკეთე და მეგონა, რომ ცუდს ვცვლიდი კარგით. აღმოჩნდა, ცუდი უარესით შევცვალე. ახლა მე მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება და აზრზე მოყვანა ნამდვილად საჭიროა. ჩემთვის მთავარია, მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილებები და შეიმუშავონ სწორი გეგმა. არ მინდა, სკოლები რომ გაიხსნება, ერთ კვირაში ისევ დაკეტონ..."

ოჯახში ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს, მაგრამ თუ მართლა გიყვარს, პრობლემებს გაუმკლავდებით და მაშინ სპილენძი ოქროდაც მოგეჩვენება. ეს შემდგარ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია. გაჭირვება რთული გადასატანია. ამ პანდემიის პერიოდში არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ასე თუ ისე, ფინანსური პრობლემები არ შეეხო. ბევრი ოჯახი გამოწვევებს ტრაგედიად აღიქვამს და ინგრევა, რაც სიყვარულის ნაკლებობაზე მიანიშნებს. უნდა შეძლო და მეუღლეს გაჭირვება ჯოჯოხეთად არ უქციო..."

ჩემი ქმარი ხშირად მეტყვის ხოლმე, რატომ ბავშვობისას არ შევხვდით ერთმანეთსო?.. რაც შეეხება იმას, გვსურს თუ არა, ვიყოთ კაცის უკანასკნელი სიყვარული, ესეც მართალია. იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს..." - ამბობს სიჭინავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42