ვაქცინა არ გვაქვს , თუმცა გვაქვს შპრიცები, რომლებიც ვაქცინას ამპულიდან სრულად ვერ ამოიღებს
COVID-19 - 22:40, 11 Feb, 2021     2227

კორონავირუსის ვაქცინების შემოსვლამდე საქართველოში ამავე ვაქცინებისთვის შემოსულმა შპრიცებმა, შესაძლოა ვაქცინის ამპულიდან ხსნარი სრულად ვერ ამოიღოს და დოზები დაიკარგოს, შესაბამისად არც ვაქცინა გვაქვს და არც შესაბამისი შპრიცები.

"ენმ"-ს წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, Pfizer–ის ვაქცინის შუშიდან, შესაბამისი შპრიცის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა ვაქცინის 6 დოზის ამოღება. აქამდე კი, ითვლებოდა რომ მხოლოდ 5 დოზის ამოღება შეიძლებოდა

"დეფიციტური Pfizer–ის ვაქცინის შემთხვევაში დაკვირვებულმა თვალმა აჩვენა, რომ 5 დოზიანი ვაქცინის ამპულა სინამდვილეში შეიცავს 6 დოზა ვაქცინას, ეს რას ნიშნავს ჩვენთვის – თუ კი ჩამოვა 1000 დოზა ვაქცინა, ჩვენ თუ გავაკეთებთ ვაქცინაციას იმ შპრიცით ვაქცინაციას, რომელსაც შეუძლია ამ ამპულიდან 5 დოზის ამოღება, ნიშნავს რომ ერთი დოზა თითო ამპულიდან იკარგება" – ამბობს გიორგი ჩალაძე.

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი თავის სტრატეგიულ გეგმაში ჩაწერა რომ გაიზარდოს ისეთი შპრიცების წარმოება, რომელთა საშუალებითაც ვაქცინის არცერთი დოზა არ დაიკარგება. FDA-მ მსგავსი შპრიცების წარმოების ნებართვა უკვე გასცა - ჯანდაცვის სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებენ, რომ შეიძინონ ისეთი შპრიცები, რომ ვაქცინების დოზები არ დაიკარგოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუნაწილდეს.

შეგახსნებთ, რომ დღეს ჯანდაცვის ექსპერტებმა ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცედურის შესახებ განცხადებითაც მიმართეს – მათ "ქართულ ოცნებას" დახმარება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

ცნობისთვის, ვაქცინაცია ამ დროისთვის 81 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის აზერბაიჯანში ბანგალდეშში და პაკისტანში, ბლუმბერგის ინფორმაციით აცრილი მოსახლეობის რაოდენობით ისრაელი ლიდერობს. საქართველოში ვაქცინები ჯერ არ შემოსულა, ხოლო რაც შემოვა ჯერ სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. მანამდე კი, ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42