ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინის პირველი მოცულობა უკვე ხელმისაწვდომი იქნება. მისი თქმით, ქვეყნისთვის დამატებით 150 ათასი ვაქცინაა გამოყოფილი, ოდენობები კი ეტაპობრივად დაემატება:
„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.
დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ იცით მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






