მამაკაცი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, პოლიციამ დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უმძმესი დანაშაული ახალგაზრდა მამაკაცმა რამდნეიმე თვის წინ ჩაიდინა, თუმცა მას დანაშაულისთვის პასუხი არ უგია, რის გამოც გოგონა ძალიან იტანჯებოდა, საბოლოოდ კი, გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






