მსახიობი გოგა ბარბაქაძე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, რაც კოვიდპანდემიამ გამოიწვია. მსახიობის თქმით, სერიალი , სადაც ქონდა როლი და იყო დაკავებული დაიხურა და ბანკის ვალები უწევს ცხოვრება.
ბარბაქაძე მის კოლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელწიფო თეატრის მსახიობებს გაუმართლათ რადგან მათ მოჭრილი ხელფასი აქვთ , ხოლო დანარჩენები პურსაცკი ვალით ყიდულობენ.
"ჩვენი პროფესიის ადამიანთა ყოფა განსაკუთრებით რთულია. მაღაზიებმა ასე თუ ისე იმუშავეს და ჩვენ ძალიან რთულად გვაქვს საქმე. ერთი წელია, მაყურებლის წინაშე ვერ წარვდექით. ჩვენი საქმე მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერი არსებობს ჩვენთვის – ბიზნესი ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. სცენაზე დგომაა ჩვენი საქმე და ესეც წაგვართვა ამ კოვიდმა.
სახელმწიფო თეატრების მსახიობებს მაინც გვაქვს ხელფასი, მაგრამ არის თეატრები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დაფინანსება არ აქვთ და საკმაოდ ბევრია ასეთი მსახიობი. ჩვენ მოჭრილი ხელფასი გვაქვს თეატრიდან და ასე თუ ისე გაგვიმართლა. ჩემი სხვა კოლეგები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. ეს ისეთი მდგომარეობაა, ხალხი ვერც კი წარმოიდგენს. სულ ვალები აქვთ, პურს ვალით ყიდულობენ.
მეც მაქვს ვალი. არ მეგულება ოჯახი, ვისაც ვალი არ აქვს, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ადამიანს. ბანკის ვალი გვაქვს ჩვენც" ,- ამბობს მსახიობი "სარკესთან".
მასალის გამოყენების პირობები