"კერხერ საქართველო" მოხარულია გაცნობოთ, რომ წელს იგი ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა გაყიდვას გაუწევს სპონსორობას. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება შეიძინოს "კერხერის" პროდუქცია 10% ფასდაკლებით!
აღნიშნული გამოფენა გაყიდვა პირველად 1999 წელს ჩატარდა და ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
IWAG-ის საახალწლო გამოფენა გაყიდვა წარმოადგენს ფინანსების მოზიდვის მიზნით ორგანიზებულ უმსხვილეს ღონსძიებას მრავალი ქართველი ხელოვანის და ხალხური რეწვის ავტორის, კომპანიის და ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და მონაწილეობით.
7 დეკემბერის გამოფენა გაყიდვაზე, საელჩოებთან ერთად წარმოადგენილი იქნება უამრავი ქართველი ხელოვანის ნაწარმოები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო მრავალი ქვეყნის მონაწილეობით და ბავშვების გასართობი ოთახი, სადაც ბავშვებს სანტა კლაუსი ესტუმრება. ასევე მოეწყობა ლატარია და მეორადი წიგნებისგამოფენა-გაყიდვა.
მობრძანდით, 7 დეკემბერს, შაბათს, „შერატონ მეტეხი პალასში“, დილის 10-დან საღამოს 6-საათამდე. მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში, შეიძინეთ "კერხერის" და სხვა მრავალი კომპანიის პროდუქცია, მიიღეთ სიურპრიზები და უამრავი სიამოვნება!
მასალის გამოყენების პირობები






