მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიაში გრძელდება, იძებნება დაჯგუფების კიდევ 35 წევრი - ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რომ იტალიაში დაკავებული 55 ქართველიდან ერთ-ერთი კონსტანტინე მიროტაძეა არ დასტურდება, თუმცა რესტორნის მფლობელი ამბობს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა ბოლონიაში, საკვები ობიექტის მომარაგების სამსახურში.
ეს სწორედ ის რესტორანშია, სადაც კრიმინალური დაჯგუფების წევრები თავშეყრისთვის იკრიბებოდნენ.
"როგორც თქვენ გაიგეთ სპეცოპერაციის შესახებ, ისე გავიგე მეც გუშინ, მიროტაძე აქ მომარაგებაში მუშაობდა", - ამბობს რესტორნის მფლობელი.
ასევე, ცნობები ოთარ გიგიაძის დაკავებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, იტალიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას 5 ქვეყნის სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში გეგმავდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად დაწყებული სპეცოპერაციის დროს 65 ადამიანი დააკავეს, აქედან 55 - ქართველია. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს შსს-მაც.
მასალის გამოყენების პირობები