ვირუსი დაბრუნებას ცდილობს... 6-8 კვირაში ცეცხლი მოედება ყველაფერს - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 18:16, 10 Feb, 2021     9821

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ შეზღუდვები, რომელიც 8 თებერვლიდან შემსუბუქდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს. იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ არ იქნება დაცული დისტანიცა და პირბადის ტარების წესი, ვირუსის ახალი ტალღა 6-8 კვირაში ისევ იფეთქებს. კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტს შეადგენს და თუ ეს მონაცემი 90 პროცენტამდე არ გაიზრდება, ქვეყნის ჩაკეტვა ისევ დადგება დღის წესრიგში.

„ვირუსს თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ინ­დექ­სი აქვს, რაც ამ ვირუ­სის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 3,5%-ია და როცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­მო­დის 1%-ზე ქვე­მოთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია ჩერ­დე­ბა. ახლა ჩვენ ამ ფა­ზა­ში ვართ. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის 1% პირ­ბა­დის ტა­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი დის­ტან­ცი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით.

ახლა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მხო­ლოდ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­სა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვას ვი­ტო­ვებთ, რაც ძა­ლი­ან მკაც­რად თუ არ იქნა და­ცუ­ლი, ისევ მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რად­გან ვირუ­სი ცდი­ლობს და­უბ­რუნ­დეს თა­ვი­სი გავ­რცე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ პო­ტენ­ცი­ალს და რო­გორც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ, მომ­დევ­ნო 6-8 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ ცე­ცხლი­ვით მო­ე­დე­ბა ყვე­ლა­ფერს. ახ­ლან­დე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით პირ­ბა­დის ტა­რე­ბა 70-72%-ია, თუ 90%-ზე ზე­მოთ არ ავიყ­ვა­ნეთ, ჩვე­ნი რი­ხი­ა­ნი სა­უ­ბა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­ზე ისევ ჩა­კეტ­ვა­ზე ლა­პა­რა­კით შე­იც­ვლე­ბა. ეს უკვე ნახა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ.

ძა­ლი­ან დიდ რის­კზე მივ­დი­ვართ. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ბევ­რად მკაც­რად კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის, სხვა თუ არა­ფე­რი, მგზავ­რე­ბი ფეხ­ზე მა­ინც არ უნდა იდ­გნენ და ამის­თვის ზო­მე­ბი მე­რი­ამ უნდა მი­ი­ღოს. თო­რემ მე­ქა­ნი­კუ­რი გახ­სნის შემ­დეგ მე­ქა­ნი­კუ­რად­ვე მოგ­ვი­წევს და­კეტ­ვა", - განაცხადა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42