მომხმარებლებს, რომლებიც ალდაგის ავტოდაზღვევით ისარგებლებენ, საჩუქრად ავტომობილის მოვლისთვის საჭირო უფასო მომსახურებას ან ფასდაკლებებს მიიღებენ.
ავტოდაზღვევის მფლობელები ფასდაკლებებითა და ვაუჩერებით ტექდათვალიერებისა და რეცხვის მომსახურებაზე ისარგებლებენ, ასევე მიიღებენ მუდმივ ფასდაკლებას საწვავზე სოკარისა და ვისოლის ქსელში.
ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს ისეთ გავრცელებულ რისკებს, როგორიცაა ავტოავარია, ე.წ. “დამხვდა დაზიანებული” შემთხვევები, სხვისი ავტომობილის ან ქონების დაზიანება და ა.შ.
“ალდაგის მომხმარებლისთვის ეს უნივერსალური შეთავაზებაა, ერთი მხრივ ისინი აზღვევენ საკუთარ ავტომობილს ყველაზე გავრცელებული რისკებისგან, იღებენ ყველაზე სწრაფ და ხარისხიან სადაზღვევო მომსახურებას ინდივიდუალურ ფასად, და მეორე მხრივ ფასდაკლებას იღებენ ავტოსერვისებზე. ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებელს, რაც შეძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ პანდემიის პერიოდში,”- აცხადებენ ალდაგში.
ავტოდაზღვევის ფარგლებში იფარება ისეთი ხარჯები, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანის დაზიანება ნაკაწრიდან სრულ განადგურებამდე, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ლაფეტის უფასოდ მომსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 24-საათიანი ავტო ასისტანსი.
უფრო კონკრეტულად, ავტოდაზღვევას შემდეგი საჩუქრები მოყვება
● გრინვეის ტექინსპექტირების 100%-იანი ვაუჩერი
● 18 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლება საწვავზე სოკარის ქსელში
● 12 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში
● 50% ფასდაკლება ავტომობილის რეცხვაზე ვისოლსა და საშხაპეში - შეუზღუდავი რაოდენობით
● გრინვოშის ტალონები გრინვოშის თვითმომსახურების სამრეცხაოში
ავტომობილის დასაზღვევის პროცესი ელექტრონულად სრულდება და ამისათვის ოფისში მისვლა საჭირო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები