ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, იმისათვის რომ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შიში მოეხსნას, მზად არის პირდაპირ ეთერში, ყველას თვალწინ აიცრას.
,,ბევრ სპეციალისტს ვკითხე, მჭირდება თუ არა აცრა. იმიტომ რომ მე ჩემი ორგანიზმიდან გამომდინარე, არასოდეს აცრა არ გამიკეთებია, სკოლაში რომ გვცრიდნენ იმას თუ არ ჩავთვლით. იმის მერე მე აცრა არ გამიკეთებია და ცოცხალი ვარ. ამიტომ, მე თვითონ მაინც და მაინც მოტივირებული არ ვარ, თუმცა მე ამ წუთას, რომ მოიტანოს ვიღაცამ ვაქცინა და მითხრას, რომ ახლა ყველას დასანახად ავიცრა, იმიტომ რომ ხალხს შიში მოეხსნას, ამ წუთას ავიწევ სახელოს და ავაცრევინებ უპრობლემოდ, სხვისი გულისთვის თანახმა ვარ, რომ ავიცრა, მე თვითონ მაინც და მაინც არ მჭირდება ეს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






