ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ უკონტროლო გახსნა უფრო საშიში და ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ჩაკეტვა. რაც არ უნდა რეგულაციები დააწესოთ, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მოიმატებს 4-6 კვირის შემდეგ
როგორც მან აღნიშნა, “ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის”.
„სამედიცინო ნიღაბს შეუძლია შეამციროს ვირუსის გავრცელების პოტენციალი, ისევე როგორც მობილობას.
ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს ხელთ პირბადე არის უზარმაზარი იარაღი და თუ გვინდა ქვეყანამ იფუნქციონიროს და არ გვყავდეს იმდენი პაციენტი, რომლის მოვლა არ შეგვეძლება, რაც შემოდოგომაზე იყო, არ მოვდუნდეთ, ძლიერი ტალღა მოგვიტანა სწორედ მოდუნებამ.
უკონტროლო გახსნა უფრო საშიში და ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ჩაკეტვა. რაც არ უნდა რეგულაციები დააწესოთ, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მოიმატებს 4-6 კვირის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






