Mastercard და Carrefour SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთიანდებიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 08 Feb, 2021     1467
Mastercard და Carrefour ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთის მხრივ, კოვიდ19-ის პერიოდში გამოვლენილ კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ემსახურება.


დღესდღეობით, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობენ. თუმცა, საქართველოში, ჯერ კიდევ არ აქვს ყველა ბავშვს საშუალება, რომ დისტანციურად ისწავლოს, სწორედ ამიტომ, Mastercard-მა და Carrefour-მა გადაწყვიტეს, ჰიპერმარკეტების ქსელის ნებისმიერ ფილიალში Mastercard-ით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციიდან 1% „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების დასახმარებლად მიმართონ, 109 ბავშვისთვის შეიძინონ პლანშეტები და უზრუნველყონ მათი სრულფასოვანი სასწავლო პროცესი.

„SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

„Carrefour-ში Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს ისეთ მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტში, როგორიცაა SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალების მიცემა და მათი უზრუნველყოფა პლანშეტებით. აღნიშნული კამპანია Covid19 პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები ნამდვილად აღმოჩნდნენ რთულ და სტრესულ ვითარებაში, რომლის გადალახვაშიც ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“ - აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში.

გადაიხადე უკონტაქტოდ, იზრუნე მზრუნველობა მოკლებული ბავშვების განათლებაზე Carrefour-თან და Mastercard-თან ერთად.

***

SOS ბავშვთა სოფლის შესახებ:

SOS Children’s Villages International წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოში.

კარფურის შესახებ:

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს, კარფურს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

მედია კონტაქტი:

თეკლა ვეკუა

teklaveku@gmail.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42