კვირას და ორშაბათს, 8-9 დეკემბერს, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი გიწვევთ პრემიერაზე „ფერადი ნისლების სანაპირო.“
რეჟისორი - დავით მაცხონაშვილი
მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი - შალვა მაცხონაშვილი
დასაწყისი: კვირას - 12:00, 14:00 სთ.
ორშაბათი - 11:00, 12:30, 14:00 სთ.
მისამართი: კუს ტბის ქ.#2, კულტურის ცენტრი „მუზა“
სპექტაკლი დაიდგა მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით.
„ფერადი ნისლების სანაპირო“ - ესაა „რომეო და ჯულიეტას“ ადაპტირებული, საბავშვო ვერსია, რაც მიზნად ისახავს მსოფლიო კლასიკის პოპულარიზაციას პატარა მაყურებელში. ამ შემთხვევაში კი მთავარ პერსონაჟებად თეთრი და ჭრელი კატები გვევლინებიან, რომლებსაც ერთმანეთთან მტრობა აქვთ გაჩაღებული. სპექტაკლი ეფუძნება მარტივ ფაბულას - მეოცნებე წყვილი, რომელსაც მშობლები ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავენ...ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ლანდებად აქცევს წყვილს...და ბოლოს - სევდიანი ამბის ბედნიერი დასასრული - ცეკვა, ლამაზი მუსიკა...შეხვედრის ადგილი უცვლელია - კარნავალი...
მასალის გამოყენების პირობები