მეხეილ მესხზე საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრა დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ნულოვანი ფრე აღინიშნა, მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში ვასილ ლობჟანიძემ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა აბჟანდაძემ, რის შემდეგაც ანგარიში 7:0 გახდა. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა, საჯარიმო დარტყმით, ანგარიში ათამდე გაზარდეს, მაგრამ რუსმა მორაგბეებმა ძალიან მოინდომეს, ამ მონდომებას კი ერთი ლელო და გარდასახვა მოჰყვა. ანგარიში 10:7 გახდა.
ბორჯღალოსნებმა ამის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს ანგარიში გაზარდეს: 13:7. ეს ანგარიში მატჩის მიწურულისკენ კარგა ხანს არ იცვლებოდა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 16:7 გახდა.
ბოლო წუთებში რუსი მორაგბეები ძალიან გააქტიურდნენ და ფაქტობრივად, მათ საქართველოს ნაკრების ნახევარში ატარებდნენ, ზედიზედ ოთხი შეტევაც განახორციელეს, მაგრამ გიგაურის აქტიურობით, ამ შეტევების რეალიზება ვერ მოახერხეს და საბოლოდ, ანგარიშით 16:7 ქართველმა ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.
დღევანდელ მატჩს პანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ ესწრება.
ცნობისთვის, რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვს მოგებული და 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა. “ბორჯღალოსნების” ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ.
მასალის გამოყენების პირობები