კანაფის ფაფა სამგლოვიარო კერძია - მარიხუანას მისტიკა სვანეთში, რისთვის ხარშავდნენ "ქნაშ“-ს ძველი ქართველები
ეს საინტერესოა - 15:34, 07 Feb, 2021     4098
"გასტრონომიული მუზეუმის" რუბრიკის ფარგლებში კიდევ ერთ უცნობ ისტორიას ჰყვება ჟურნალისტი ესმა კუნჭულია - რა არის სვანური „ქნაშ“ და როგორ მოიხმარდნენ კანაფს, თანამედროვე მარიხუანას, ძველი ქართველები.

კანაფის ამბავი:

„მისტიკა - კანაფის ფაფა - ქნაშ - სვანეთში სამგლოვიარო სუფრის ნაწილი იყო!

ასე, რომ საიდუმლო მიგნებულია - კანაფს სვანები სამგლოვიარო რიტუალებში იყენებდნენ!

ანუ ქელეხის სუფრაზე წესი იყო აუცილებლად ყოფილიყო ქნაშ-ი; ესაა დაფქვილი კანაფის მარცვლებისგან მოხარშული ფაფა, რომელიც გარეგნობით ჰგავს ნადუღს;

სვანები მიხსნიან, რომ ქნაშ-ი არანაირად არ იყო დაკავშირებული გაბრუებასთან!!! ის იყო - სამგლოვიარო სუფრის ნაწილი!!!!

ფოტოზე - ქნაშია! მაგრამ კანაფის აკრძალვის შემდეგ, სვანეთში ის გოგრის მარცვლებით ჩაანაცვლეს; ანუ თანამედროვე სვანები ქელეხში კანაფის მარცვლების ნაცვლად ამ კერძს დაფქული გოგრის გულით ხარშავენ;

თუმცა სახელი - ქნაშ დღემდე შემორჩა!

„ქან“ - სვანურად არის კანაფი/კანაბისი; ხოლო ქნაში - ნიშნავს „კანაფიანს“;

ქნაში იყო მიცვალებულის სულისთვის აუცილებელი კერძი, რომლითაც სულს ლოცვას მიაგებებდნენ;

ქნაშს ასევე ამზადებდნენ საკუთხისთვის ანუ ის კორკოტისა და წანდილის პარალელური კერძია;

ციალა ჭკადუა, სოფელი ლახამულადან, მიყვება, რომ ძველად ქნაშს თეფშის გარეშე მხოლოდ პურზე დებდნენ; არააო, რას ამბობო, არ აბრუებდაო - კანაფის თესლი არ აბრუებსო, ბუსუსები არ უნდა ჩაყვესო;

მერი არღვლიანი ქნაშს ასე ამზადებს: გოგრის მარცვლებს ფქვავს, დიდ ქვაბში ადუღებს წყალს და დაფქულ მარცვლებს წყალში ყრის;

მერი ქვაბს არ ურევს. ელოდება, როდის ადუღდება და აიჭრება; დიახ, ასე ნადუღივით იჭრება მოხარშული გოგრის მარცვლები; მერი გადაწურავს და მარილს ამატებს;

კანაფი - ზეთი, თოკი, სამოსი და ქნაში!!!

ვიდრე ჩემი სადოქტოროსთვის ამ კერძზე დიდ და საინტერესო ქვეთავს შევქმნი, მინდა ორი სიტყვა დავწერო: კანაფი, როგორც სხვადასხვა ეთნოლოგიური წიგნებიდან ჩანს, მიცვალებულთა სულების მოხსენიების მისტიკაში დიდ როლს ასრულებდა;

მირჩა ელიადეს ბევრი უწერია - ზოროასტრიზმში ტრანსზე და კანაფზეც;

სერბები მიცვალებულს კანაფის დამწვარ ფოთლებს უკმევდნენ და ბოლოს, ფერფლს მასთან ერთად მარხავდნენ; მათი რწმენით, მიცვალებულის სული ვამპირად რომ არ ქცეუიყო, ეს რიტუალი აუცილებელი იყო;

ძველი ბულგარელებიც გათხრილ საფლავში კანაფის ფოთლებს აფენდნენ;

ფუძის გამოსალოცად და ავი სულებისგან დასახსნელად ბულგარელები კანაფის ფოთლებს სახლის ოთხივე მხარეს წვავდნენ;

კანაფის ფოთლებით იგერიებდნენ გველებსა და თაგვებს ძველ მორავიაში;

სულებთან ტრანსი და მისტიური რიტუალებით სავსეა ისტორია, სადაც სხვადასხვა ბუნებრივი ფსიქოდელიკი სახელდება. თმცა ეს მხოლოდ მაგიის ქურუმებისთვის იყო ხელმისაწვდომი;

როგორც ჩანს ეს რიტუალები ხალხშიც „ჩამოქვეითდა“ და ყოფით კულტურაშიც დაიმკვიდრა ზოგიერთმა ინგრედიეტმა ადგილი;

მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი რწმენები კანაფს სულებთან აკავშირებს და როგორც ჩანს, ქნაშიც იმ დროინდელი კერძია;

თანამედროვე სვანები მას, როგორც გითხარით, გოგრის თესლისგან ამზადებენ და დამიჯერეთთთთთთთთთთთთთ უგემრიელესია!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42