ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 30 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობას დავაყენებ - ადვოკატი
სამართალი - 11:53, 07 Feb, 2021     1444

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, რომ სურთ სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 30 000 ლარიანი გირაო შესთავაზონ.

მისივე თქმით, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, ეს მიღებული გადაწყვეტილებით გაირკვევა.

"ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სასამართლოს შალიკაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც არის 30 000 ლარი. მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, სასამართლო იქნება თუ არა მოწოდების დონეზე , გათავისუფლებულია თუ არა იგი ძველი მენტალიტეტისაგან , იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი , სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება . მე ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იგი ბრალს არ აღიარებს .ის ამბობს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან მას არა აქვს. მკვლელობის დროს იმყოფებოდა ქალაქში, სტომატოლოგიურ კლინიკასთან, სადაც მეუღლე და და ჰყავდა წაყვანილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

შალიკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს 12:00 საათზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42