"იმის ნაცვლად, რომ სკოლების მომზადებაზე იზრუნონ, ონლაინ სწავლებისთვის ემზადებიან" - მაია ბუწაშვილი
COVID-19 - 11:46, 07 Feb, 2021     1279

პროფესორი, ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო მოუმზადებლი ხსნის სკოლებს და ემზადება ონლაინ სწავლისთვის.

ამის შესახებ ინექციონისტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"შევედი განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე იმის სანახავად, რა რეგულაციებს გვთავაზობენ სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით.

"იმის მაგივრად, რომ სიახლეები იწყებოდეს ამ ტიპის დოკუმენტით (არა მგონია იმაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს ამჟამად განათლების სისტემაში, ვიდრე სკოლების გახსნაა), პირველ სიახლედ გვხვდება:

"მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა“

იმედს არ ვკარგავდი და მეგონა მეორე სიახლე მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დამხვდა "მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა".

როდესაც აღმოჩნდა, რომ პირველ გვერდზე გამოტანილ სიახლეებში საერთოდ არ არის სკოლების გახსნა ნახსენები, არქივში დავიწყე ძებნა, და იანვრის არქივში მეხუთე ამბად ძლივს გადავაწყდი, რომ სკოლებს გახსნისთვის სრული მზადყოფნა აქვთ.

რაც შეეხება რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ განათლების სისტემა მართლაც მზად არის, ვერსად ვიპოვე. ბოდიშს ვიხდი, თუ ასეთი დოკუმენტი სადმე არსებობს, მაგრამ ჩემი დაუღალავი ძიებით თუ ვერ ვიპოვე, არა მგონია მშობლებმა ძებნის ამოცანა უფრო წარმატებით შეასრულონ.

უამრავი ასეთი რეგულაცია არსებობს ოფიციალურ საიტებზე და მხოლოდ თარგმნა და მცირედი ადაპტაციაა საჭირო. ოღონდ, ცხადია, მარტო დოკუმენტად არ უნდა რჩებოდეს და რეალურად განხორციელებადი იყოს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო (სწორედ ერთი წელია გასული, რაც ფაქტიურად დაკეტილია სკოლები).

ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ სწორედ ამ მზადყოფნას დაუღალავად მოითხოვდნენ, გამოსავალს სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაში ხედავენ (ანუ ბავშვები ისევ სრულიად არაადეკვეტურ გარემოში დარჩნენ). ეს არ არის სწორი გამოსავალი.

პანდემიის დაწყებიდან მობილობის შემცირების ყველაზე მარტივ გამოსავლად რატომღაც ყველას სასწავლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც ემზადებიან, ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს, აგერ ბატონო, გავხსენით სკოლები, გავრცელდა ვირუსი და მერე ისევ სწრაფად მიკეტონ, როგორც ეს ძალიან ეადვილებათ". - წერს ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება, თუმცა, სკოლებში საპირფარეშოების, წყლის და დეზინფექციის საკითხების მოგვარებაზე სამინისტრო არაფერს ამბობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42