ჩვენ "მავნებლები“ ვართ და თვითონ "ქვეყნის გადამრჩენი“ - ცერცვაძე ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკას პასუხობს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია სპეკულირებს და სინამდვილეში, საქართველო დიდი წარმატებით მართავს პანდემიას და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური აქვს.
ამის შესახებ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები.
------------------------------------------------------- პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციია, ქვეყანამ არაფერი გააკეთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება?!, საქართველოში აკრძალვები და შეზღუდვები ძალიან მკაცრია, ადამიანებს შიმშილით კლავენ?! და სხვ. მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ სინამდვილე. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მათ საერთოდ არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკა, არც ცალკეული ადამიანების ბედი და/ან ჯანმრთელობა. მათი პრინციპია, რაც უარესი, მით უკეთესი. ისინი ცდილობენ სპეკულირებას იმ სიძნელეებით, რომლებიც ქვეყანაში (ისევე როგორც მთელს მსოფლიოში) შეიქმნა COVID პანდემიის გამო და ცდილობენ აამხედრონ ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელების, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს ერთ რამ აქვს საერთო - არცერთ მათგანს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია არც COVID პაციენტების დასახმარებლად და არც იმ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ვისი ბედითაც ისინი სპეკულირებენ და მანიპულირებენ. მათ ცოცხალი თავით არ უნდათ დაინახონ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,25%). ვერც იმას ხედავენ, რომ თუ საქართველოში ბოლო დღეებში გვაქვს გარდაცვალების (სამწუხაროდ) 10-დან 20-მდე შემთხვევა, სხვა ქვეყნებში ეს გაცილებით მეტია. ისინი არც იმას იმჩნევენ, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში და ა.შ. ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“?!, „ბედოვლათებს“?! (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით. ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება. იგივე გერმანისა და ავსტრიაში არასაკმარისად თვლიან ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ტარებას და ითხოვენ მაღალი უსაფრთხოების ე.წ. N95 პირბადის (რესპირატორის) ტარებას. საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე. დიდ ბრიტანეთში მესამედ გამოცხადდა უმკაცრესი ლოქდაუნი და მოქალაქეებს არა აქვთ სახლიდან საშვის გარეშე გამოსვლის უფლება. ესპანეთში გამოცხადებულია კომენდანტი საათი ა.წ. მაისამდე და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში და მარკეტში წასასვლელად. ბელგიაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრობა და არაუმეტეს 4 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში. ირლანდიაში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 5 კილომეტრით მეტით. საერთოდ აკრძალულია სტუმრის მიღება სახლში, ქორწილზე დასაშვებია არაუმეტეს 6, ხოლო დაკრძალვაზე არაუმეტეს 10 ადამიანის დასწრება. ისრაელში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 1000 მეტრით და ა.შ. (https://www.dw.com/.../european-travel.../a-56350272; https://www.bbc.com/news/explainers-53640249). წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ეს მართლა „მავნებლები“, რაიმე მსგავსი საქართველოში რომ ხდებოდეს. ნიშანდობლივია, რომ NDI-ის (რომელსაც ქვეყნის მთავრობის მიმართ მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ) ბოლო კვლევის შედეგებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ობიექტურად ძნელად ასატანი შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობის 60% თვლის, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა COVID პანდემიას, 33% კი ასე არ თვლის. ხოლო მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ბ-ნ სერგოს და მის თანამოაზრეებს ყველამ კარგად იცით და სათქმელადაც კი უხერხულია. ახლა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კლინიკურ სექტორში და რა ძნელად უმკლავდებიან ისინი COVID-19-ით პაციენტთა ნაკადებს. ლოს ანჯელესში არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგებია და COVID ავადმყოფებს უხდებათ საშუალოდ 8 საათი გაატარონ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია?! წარმოგიდგენიათ ამერიკას - მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყანას მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებისთვის ჟანგბადი არ ჰყოფნის და ყველა მძიმე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში ხდებოდეს. ჩვენთან ხომ პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო, ხოლო პაციენტის სასწრაფო დახმარების მანქანებში დაყოვნება 2-3 საათს არ აღემატებოდა და ისიც სულ 2-3 კვირის მანძილზე. იგივე ლოს ანჯელესში ოფიციალური პირების ინფორმაციით მორგებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ (https://www.latimes.com/.../short-on-equipment-ambulances...; https://www.nytimes.com/.../01/17/world/covid-19-coronavirus). დაახლოებით ასეთივე და კიდევ უარესი მდგომარეობაა ქ. ლონდონსა და დანარჩენ ბრიტანეთში, სადაც ასევე არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები, არ ჰყოფნით ჟანგბადი ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფებისათვის. დიდ ბრიტანეთში ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში საშუალოდ 1000-1300 COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში (https://www.theguardian.com/.../the-worst-by-a...; https://www.businessinsider.com/covid-uk-hospitals-nhs...). ძალიან მძიმე მდგომარეობაა პორტუგალიაში, სადაც ახლახან დასახმარებლად გერმანიიდან ექიმები და სუნთქვის აპარატები გაგზავნეს. თვითონ გერმანიასაც კი უჭირს, მათ ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში 600-დან 1000-მდე COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველას ახსოვს ქ-ნ მერკელის სატელევიზიო გამოსვლა და განცხადება, რომ გერმანიაში კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა. გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია გერმანიაზე, რომელსაც ევროპაში ყველაზე სრულყოფილი და ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ყველაზე დიდი საწოლფონდი აქვს. ამ ფონზე რა ხდება საქართველოში. თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება. შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 „ონლაინ კლინიკა“ 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. პანდემიის ყველა ეტაპზე უაღრესად ეფექტიანად მუშაობდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რომელიც საქართველოს „know how“-ა. საქართველომ განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა (პირველ ხუთეულში) შესძლო მიეღო COVID-19 ვაქცინის (და ისიც უმაღლესი ხარისხის) პირველი პარტია (30 ათასი დოზა), ხოლო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზას მიიღებს. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია. ყველაფერი ეს 100%-იანი სიმართლეა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს" - წერს ცერცვაძე.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






