განათლების ექსპერტის სიმონ ჯანაშიას განმარტებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სკოლებში პირბადეების არგამოყენება შესაძლოა, საშიში იყოს.
ექსპერტი თვლის, რომ განსაკუთრებით პრობლემური იქნება ამ რეგულაციის დაცვა იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, რომელიც ითვლება, რომ ბავშვებში უფრო გადამდებია.
ჯანაშიამ უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა სკოლებს გაუჭირდებათ მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების დაცვა ასწავლონ - რაც შეეხება სკოლებში სწავლების შერეულ მოდელს - დისტანციურ სწავლასა და კლასებში გაკვეთილების ჩატარებას,მისივე თქმიმთ, ეს რთული იქნება ორგანიზების კუთხით.
"სექტემბრის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მგონია, რომ არასაკმარის დაცვაზეა საუბარი. შემოდგომაზე პირბადეების ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც არ ევალებოდათ, რაც პრობლემად ითვლება სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით პრობლემური იქნება ამ რეგულაციის დაცვა, ახლა, როცა ახალი ვერსია, შტამი გავრცელდა ვირუსის, რომელზეც ამბობენ, რომ ბავშვებში გადამდებია.საქართველოში, დიდ ქალაქებში უფროსკლასელებს სკოლებში მარტის შემდეგ არ უვლიათ. მნიშვნელოვანია, მათ უსაფრთხოების წესების დაცვა ვასწავლოთ, რაც ჩემი აზრით, სკოლებს გაუჭირდებათ. მაგალითად, გერმანიაში სკოლები დაიკეტა. გერმანიაში ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა და ჯერ გახსნას არ აპირებენ. აშშ-ია ამ თვალსაზრისით საინტერესო, რადგან სხვადასხვა შტატში სხვადასხვა რეგულაციები მუშაობს. ის, სადაც სკოლები ღიაა, შენობაში ბავშვების რაოდენობის კუთხით პარამეტრებს უწესებენ. მაგალითად, სავალდებულოა პირბადეების ტარება გაკვეთილებზეც. ზოგიერთ ქვეყანაში ფანჯრების დაკეტვა აკრძალულია, ღია უნდა იყოს სივრცე, რომელშიც არიან. შერეული მოდელებიც შეიმუშავეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი იყოს სასკოლო შენობაში, დღე გამოშვებით დადიოდეს სხადასხვა კლასი“, - აღნიშნა ჯანაშიამ გადაცემაში "360 გრადუსი".
მასალის გამოყენების პირობები






