ლონდონში ქართული კვირეული წარმატებით დასრულდა. კვირეული 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა.
კვირეულის ფრაგლებში, ტემზის პირას მდებარე ჰიბერნია უორფზე გაშლილ ტენტებქვეშ ბრიტანელებს და მათ სტუმრებს ქართული ხალხური რეწვის, სამზარეულოსა და ღვინოების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლბებლობა მიეცათ, სადაც მონაწილეობას ანსამბლი „რუსთავი“ და ანზორ ერქომაიშვილი იღებდა.
კვირეული ფარგლებში "მეიფეაზე" ცნობილ "ლანსდაუნ კლუბში" სამი ქართველი ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის გამოფენა –„საქართველო დღეს და მაშინ“ მოეწყო.
ექსპოზიციის სტუმართა უმეტესობას ბრიტანული საზოგადოება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს უახლოესი წარსულის ამსახველ ფოტოებს გაეცნო. მოწვეულ სტუმრებს ფოტოექსპოზიცია ბრიტანეთში მცხოვრებმა წარატებულმა ქართველებმა დავით გიაურმა და სულხან ხაბაძემ წარუდგინეს.
"პალ მალზე" ოქსფორდ–კემბრიჯის კლუბში კი ცნობილი ქართველი პოეტის დათო მაღრაძის პოეტური კრებულის „ჯაკომო პონტის“ ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ნატალია ბუკია–პეტერსისა და ვიქტორია ფილდის მიერ თარგმნილი პოემა ბრიტანულმა გამომცემლობა Fal-მა დაბეჭდა.
ქართული კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,ბრიტანულ–ქართულ სავაჭრო პალატისა და გაზეთების „იბერია’’ და „ბრიტანეთი“–ს ორგანიზებით მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები