ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა "ძმის სახელით" - "ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - გურამ ახალაიას მკვლელობაში ბრალდებულის დედა ალაპარაკდა
კრიმინალი - 12:25, 05 Feb, 2021     9894
ფოთში 43 წლის გურამ ახალაიას მკვლელობისთვის დაკავებული ბაჩანა შალიკაშვილის დედა მედიასთან გამოჩნდა.

ქალი ადასტურებს, რომ შალიკაშვილმა ახალაიაზე "ძმის მკვლელობის გამო" შური იძია.

ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ ბაჩანა შალიკაშვილი პატარა იყო, როცა 2006 წელს, გურამ ახალაიამ მისი მეორე შვილი, გია შალიკაშვილი საქმის გასარჩევად წაიყვანა. ახალგაზრდას "ნაწამები" ცხედარი კი სამი თვის შემდეგ, პალიასტომის ტბაზე, მეთევზეებმა იპოვეს.

"2006 წლის 5 თებერვალს, ამ მეორე შვილის თვალწინ, გურამ ახალაიამ წაიყვანა ჩემი შვილი, ეს ბავშვი იყო მაშინ, ბავშვობიდან ინვალიდია... სამი თვის მერე ის ჩემი შვილი ნაწამები, ვიღაც მეთევზეებმა იპოვეს პალიასტომის ტბაზე", - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.

მისი თქმით, გია ნაწამები იყო.

"მაშინვე ვიჩივლე, მაგრამ ეს საქმეც თაროზე შემოდეს... ჩემი შვილი (ბაჩანა შალიკაშვილი) რადგან ავადმყოფია, სულ ვიცავდით ახალიასგან. 15 წელი დღეს შესრილდა ჩემი შვილის მკვლელობიდან"- ამბობს დაკავებულის დედა.

"გია, ტბა­ში მეათევზეებმა იპო­ვეს. საშინლად დასახიჩრებული იყო. ვერ შეხედავდი. ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი ჰქონ­და მობ­მუ­ლი. ფრჩხილები დამძვრალი ჰქონდა, ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის არა­ვინ არ დას­ჯი­ლა. ბიჭი ტყვიით იყო მკვდარი"- აცხადებს გია შალიკაშვილის დედა.

მისი თქმით, გურამ ახალაიას პოლიცია მფარველობდა.

"ის სულ იარაღით დადიოდა"- აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

43 წლის გურამ ახალაია, საკუთარ მანქანაში გუშინ ჩაცხრილეს.

მოკლული გურამ ახალაიას მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს შალიკაშვილი არ მოუკლავს და ტყუილად აბრალებენ.

"არა­ფე­რი ვიცი. ჩემი მე­უღ­ლე დამ­ნა­შა­ვის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში წლე­ბის წინ იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მაგ ფაქტთან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ჩემი მე­უღ­ლე წლე­ბია, რაც ევ­რო­პა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი დავა არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლემ.

შალიკაშვილს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42