მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინდელი პოსტის შემდეგ მას ბევრი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდანაც.
"ხშირად, ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები.
დღეს შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რომ ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად გადაწყვიტა დახმარება.
მეგობრებო, ზუსტად ვიცი ნებისმიერ დროს, თუ დამჭირდება, აქ ხართ.
მაგრამ აქ თანხის შეგროვებაზე არ დგას საკითხი.
სახელმწიფო არის ვალდებული რომ ეს ქნას, განაგრძოს მკურნალობის ორგანიზება. დააშავა? მიხედოს. ესაა და ეს.
პრინციპის საკითხია, რომ არ მივცე საშუალება ფეხებზე დაიკიდოს მისი მოქალაქეები.
ასე ჩემთან გაუვათ, გიოსთან, დავითთან და მერე საერთოდ ისიც დაავიწყდებათ, რომ ჩვენ უნდა გვემსახურონ და არა პირიქით.მადლობა, მართლა მადლობა.
ჰოდა ცქიტიშვილს უთხარით ეს დახმარების პროგრამა არაა, ეს არის დაკისრებული მოვალეობის და პასუხისმგებლობის შესრულება", - წერს მაკო გომური ფეისბუქში.
მასალის გამოყენების პირობები