" ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის" - ცქიტიშვილი
COVID-19 - 20:17, 04 Feb, 2021     1227

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის კარგად ესმის, თუმცა მისივე თქმით, ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია.

ცქიტიშვილის აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე ვერ მოხდება.

მისივე განმარტებით, დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია , ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას.

"ჩვენს მოსახლეობას ძალიან აინტერესებს შეზღუდვების შემსუბუქების დაჩქარება და კარგად გვესმის ყველას, რომ ყველა ტიპის შეზღუდვას დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ზოგადად ფსიქოლოგიურ ფონზე, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის.

შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება ვერ მოხდება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე.

მაშინაც კი როდესაც ამ შეზღუდვების შემოღებაზე ვმსჯელობდით, ვამბობდით, რომ შემსუბუქება დაიწყება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიხედვით. დღეს როდესაც უკვე 2 თვე გავიდა შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ გვაქვს დღეში უკვე 10 -ჯერ უფრო ნაკლები შემთხვევა და დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია. ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას და რა თქმა უნდა, ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას თავისთავად ახლავს ეპიდემიის გავრცელების რისკიც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42