"ოფიციალური დოკუმენტებით მკვდარი ვარ" - საფრანგეთის მოქალაქე სამი წელია "მკვდრეთით აღდგომას" ცდილობს
ეს საინტერესოა - 19:01, 04 Feb, 2021     1593

მე მკვდრად გამომაცხადეს, ეს არის ჩემი პრობლემა, აცხადებს 58 წლის ფრანგი ქალბატონი, ლიონის მახლობლად მცხოვრები, 58 წლის ჟანა პუშენი. ამ შეცდეომის გამო, მას მართლაც უამრავი პრობლემა ექმნება - მისი პირადობის მოწმობა, სოციალური დაზღვევის ნომერი, მართვის მოწმობა გაუქმებულია, ხოლო დაზღვევის მოქმედება შეწყდა.

"მე მოვკვდი, მოვკვდი სასამართლოებისთვის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისთვის, მოვკვდი ყველასთვის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მოჯადოებულ წრეში ვარ," - აცხადებს ჟანა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჟანა პუშენი 3 წელია რაც "მოკვდა".

"არსად დავდივარ, რადგან მეშინია, რა მოხდება, თუ პოლიცია გამაჩერებს, ან რაიმე პრობლემა შემექმნება. საყიდლებზე ჩემი ქმარი დადის. არც მანქანის საჭესთან ვჯდები... საერთოდ, მოუთმენლად ველი როდის დამთავრდება მორიგი დღე," - აცხადებს ის.

ჟანას პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა თანამშრომელმა მას სასამაერთლოშ უჩივლა. ადრე პუშენი მცირე ფირმას ფლობდა და თანამშრომელი მისგან 20 წლის წინ გადაუხდელ კომპენსაციას ითხოვდა.

სასამართლო ამ საქმეს წლების მანძილზე აჯანჯლებდა, სანამ საბოლოოდ კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება რა მიიღო. მაგრამ... მოულოდნელად, განაჩენის აღსრულების შესახებ ოქმის შედგენისას სახელმწიფო მოხელეებმა "გაარკვიეს", რომ ფირმის მფლობელი "გარდაიცვალა". ამ "ფაქტის" გამო, 17 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა ჟანას ქმარსა და შვილს დაეკისრა.

ჟანა აცხადებს, რომ არასდროს მიუღია სასამართლო უწყება, შესაბამისად არც იცოდა საქმის წარმოების შესახებ და დროულად ვერ მოახერხა ვერც განაჩენისა და ვერც "გარდაცვალებულის სტატუსის" გასაჩივრება. სწორედ მაშინ დაკარგა ძალა მისმა ყველა საბუთმა.

"ლიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით შევიტყვე, რომ "მკვდარი" ვარ... მოვიდნენ სასამართლოს აღმასრულებლები და მაცნობეს, რომ "ჟანა პუშენი გარდაცვლილია". მათ ორი წერილი მოიტანეს, ჩემი ქმრისა და შვილის სახელზე. ამ წერილებში ეწერა, რომ მართლაც მოვკვდი," - ყვება ჟანა.

სავარაუდოდ, ყოფილმა თანამშრომელმა, კომპენსაციის მიღების გასამარტივებლად, რაღაც ხერხით, ყოველგვარი რეალური დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, სასამართლო დაარწმუნა რომ მისი დამქირავებელი, ჟანა პუშენი გარდაიცვალა. თუმცა, ვერავის შეუძლია გადაჭრით დაამტკიცოს თუ რა მოხდა რეალურად.

სამი წელია ჟანა ცდილობს ფრანგული ბიუროკრატიის წრის გარღვევას და იურიდიულ "მკვდრეთით აღდგომას".

გასულ კვირას გაიმართა სასამართლო განხილვა, სადაც ჟანას ადვოკატმა საფრანგეთის სასამართლო სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, ფალსიფიცირებული დოკუმენტებით საქმის წარმოების გამო. მათ სურთ მიაღწიონ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც ჟანა მკვდარია.

"არც უფიქრიათ რეალურად შეემოწმებინათ, იყო თუ არა ჩემი კლიენტი გარდაცვლილი," - აცხადებს ადვოკატი.

თავის მხრივ, დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჟანამ თავი "მოიმკვდარუნა", არ პასუხობდა სასამართლოს უწყებებს, რადგან ეგონა, რომ საქმის ოფიციალურ განხილვას ამ გზით თავს აარიდებდა.

თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოზე, ვინც არ უნდა იყოს მომხდარში დამნაშავე, ფაქტი ერთია - ჟანა ცოცხალია.

"უკვე პროგრესს მივაღწიე, ერთი უწყებიდან მივიღე შეტყობინება, რომ მე მკვდრებში აღარ ვწერივარ... თუმცა, ჯერჯერობით ცოცხლებშიც არ ვირიციხები. აღდგომის პროცესი მიმდინარეობს," - ამბობს ჟანა პუშენი.

მასალა მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42