თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, მდგომარეობა არ გაუარესდეს და ნეგატიურად არ გადაიხედოს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება - ნათია თურნავა
COVID-19 - 13:04, 04 Feb, 2021     1068

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების მოხსნისა და ბიზნესის ამუშავების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საჭიროა ყველამ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს და ნეგატიურად არ გადაიხედოს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება:

„როგორც ჩვენ ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, საზოგადოებას და ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენი გრაფიკი არის ცვალებადი და დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს ქვეყანაში და როგორია ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. სწორედ ამ გეგმაზომიერი, რაციონალური და კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომის დასტურია ის, რომ ჩვენ შევძელით და თუნდაც ღია და დახურული ბაზრობები დაგეგმილზე ერთ კვირით ადრე იხსნება. რესტორნებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღია სივრცეების ნაწილში, აღადგენენ ფუნქციონირებას, ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 1-ლი თებერვლიდან აჭარაში, გადმოტანილია დანარჩენ საქართველოზე. ეს არ არის უპირობო გახსნა, ჩვენი კრიტერიუმი ნათელია, ეს არის ეპიდვითარება და დადებითობის მაჩვენებელი. თითოეული ჩვენგანის და მათ შორის, ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს გაუარესება და ყველა არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები. ეს ძალიან არ გვინდა, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული თარიღები ვუთხრათ ბიზნესს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით მკაცრდება, რაც სავსებით სამართლიანია.

დარწმუნებული ვარ, ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება იმას, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ მათ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, გაორმაგებულად მოვთხოვთ, მათ შორის, ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, სანქციებს და ა.შ." - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა იხსნება, თუმცა ეს შეზღუდვები შაბათ-კვირას ისევ იმოქმედებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42