ქალმა აიდაჰოდან, რომელმაც ჯეკპოტის სახით ლატარეაში 200 000 აშშ დოლარი მოიგო, კვლავ შეიძინა ბილეთი და კიდევ ერთი ჯეკპოტი მოხსნა, ის 300 000 აშშ დოლარის მფლობელი გახდა დამატებით.
„რამდენიმე ბილეთის შეძენის შემდეგ, მხოლოდ 20 დოლარი მქონდა დარჩენილი და ვიფიქრე, ჯანდაბას Grand Fortune–ს ბილეთს შევიძენ–მეთქი. როდესაც ის დავასკანერე, მითხრა გამყიდველმა, რომ უნდა მივმართო აიდაჰოს ლატარეის სააგენტოს, რათა მოგებული პრიზი მივიღო. აღმოჩნდა, რომ 200 000 დოლარი მოვიგე“.
პეტერსონმა მეორე დღეს განვითარებული მოვლენებიც მოყვა:
„მეორე დღესაც შევიძინე სხვა მაღაზიაში სხვა ბილეთი. როცა დავასკანერე, აღმოჩნდა, რომ ისევ მოვიგე, ვიფიქრე 1000 დოლარზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ ჯეკპოტო – 300 000 დოლარი აღმოჩნდა“.
ის რაც ამ ქალბატაონს დაემართა ალბათობის კუთხით 282 მილიონში მხოლოდ ერთი შანსია.
მან ლატარიის სააგენტოს მიაკითხა და თავისი ნახევარი მილიონი მიიღო. ამბობს, რომ შესაძლოა თავისი მოულოდნელი ფულით ლას ვეგასს ესტუმროს.
მასალის გამოყენების პირობები






