7 ,8 დეკემბერს, 19:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში პრემიერაა.
თანამედროვე პოლონელი დრამატურგის - სლავომირ მროჟეკის პიესა - „პოლიცია”- ქართველ მსახიობებთან ერთად განახორიციელა პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ.
დარიუშ ეზერსკი საქართველოში ახმეტელის თეატრის მოწვევით იმყოფება. ის წარმატებული რეჟისორია, დადგმული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი, როგორც პოლონეთში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მისი ინტერესის სფეროა ექსპერიმენტები და ახალი თეატრალური ფორმის ძიება.
„პოლიცია“ სლავომირ მროჟეკის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, პოლიტიკურმა სატირამ გამოქვეყნებისთანავე დიდი გავლენა მოახდინა 60 -იანი წლების სოციალისტური პოლონეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაზე. სცენები ჟანდარმერიის ცხოვრებიდან დღესაც აქტუალურ თემებს ეხმაურება და პოპულარობას არ კარგავს ევროპის მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე.
ქვეყანაში ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი დაპატიმრებიდან ათი წლის შემდეგ გადაწყვეტს ხელი მოაწეროს დეკლარაციას და აღიაროს ჩადენილი დანაშაული. „ახლა როცა მზად ვარ, ხელი მოვაწერო დეკლარაციას, რათა განვთავისუფლდე პატიმრობისაგან და საზოგადოების საპატიო წევრი გავხდე, თქვენ ეს გიკვირთ და მეკითხებით რატომ უნდა მოვაწერო? „ თარგმანი-ჯემალ ჭელიძე სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი- დარიუშ ეზერსკი მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი, აკაკი ხიდაშელი, კახა ჯოხაძე, გიორგი ჭუმბურიძე, თათია თათარაშვილი
მასალის გამოყენების პირობები