ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძნა კულუმბეგოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მეზობელი სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ვქცინას, რაც არ უნდა წარმატებული იყოს ის, ქართველი მოსახლეობა მორალური თვალსაზრისის გამო არ გაიკეთებს:
"რუსული ვაქცინა ტექნოლოგიურად მათ დაამზადეს. კვლევებიც ჩაატარეს. გუშინ მსოფლიოში ავტორიტეტით და რანჟირებით რიგით მეორე სამედიცინო ჟურნალმა ლანცეტმა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 ათს ადამიანზე ჩატარებული.
მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, რომელიც ყველაზე მკაცრია ამ თვალსაზრისით. ეჭვი მეპარება, ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ასე ხელაღებით გაიყიდოს რუსული ვაქცინა.
თუმცა, რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაშ გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ევროკავშირსა და აშშ-ში გაკეთებული ვაქცინები" - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






