შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში - სად ჩატარდება კორონავირუსის ვაქცინა
COVID-19 - 16:09, 03 Feb, 2021     1487

კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო - 80 გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული - ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მიაწოდა.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჯერ არ მინახავს ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რაც „ფაიზერს“ ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. 20 წელზე მეტია დირექტორი ვარ, გართულების შემთხვევები იყო, მაგრამ ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. უნდა ნახოთ, როგორი დონის სათავსოებია გამზადებული ვაქცინაციისთვის. მინახავს უცხოეთში, ტელევიზიითაც, იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა ჰეპატიტს, შიდსს და ახლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს, თუ არ უსწრებენ. ნახეთ როგორი სივრცეებია გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ელოდება და ვინც გაიკეთებს და ნახევარი საათი უნდა ელოდოს გართულება ექნება თუ არა. ერთი კორპუსი უკვე არის გამზადებული და კიდევ ერთი ასეთივე კორპუსი არის რეზერვში", - განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42