უკვე მზად არის სარეგისტრაციო ბაზა, სადაც აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის - ტიკარაძე
COVID-19 - 14:53, 03 Feb, 2021     1193

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე მზად არის სარეგისტრაციო ბაზა, სადაც აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. მისი თქმით, პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თითოეულ პირს საკუთარი ცნობის ამობეჭდვა შეეძლება:

„კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგავაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს ეწურებათ კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა. თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის. უბრალოდ, ჩვენ არსებული ვაქცინაციის პორტალს ვამატებთ კიდევ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ამ ბაზაზე უკვე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს“ - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42