დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, რესტორნების გახსნას მაღალი მობილობის გარდა ახლავს ალკოჰოლის რისკი, რაც შეკრებილებს შორის მჭიდრო და ახლო კონტაქტის რისკებს ზრდის. მისი შეფასებით, ჯერ პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას:
"ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა, სად უფრო მეტი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში რა არის ხო? გარდა შეკრებისა, იქ კიდე სხვა რისკია, როდესაც ჩვენ მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და მერე შესაძლებელია, ბევრი ახლო კონტაქტიდაც... არ მოვყვები ახლა ამას. ყოველშემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი" - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






