დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4,3 - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 12:10, 03 Feb, 2021     1414

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია, რაც პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის პროცენტულ მაჩვენებელს, აქაც მდგომარეობ უმჯობესდება და 4,6%-ზეა ჩამოსული:

“იანვარ-თებერვალში დადებითობის მაჩვენებელი არის 7,3% და ეს მაჩვენებელი ნოემბერში იყო 25-30%. სერიოზული კლება გვაქვს. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4,3. ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4,6% და ბოლო 7დღის განმავლობაში გვაქვს 3,87% ანუ ჩამოცდა ქვეყნის მასშტაბით 4%-ს. დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%, რაც ძალიან კარგია, თბილისში - 5%, იმერეთში - 6%, ქვემო ქართლში - 3%. 14 დღის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს 2%, თბილისში - 4%, იმერეთში - 6% და ქვემო ქართლში - 4%. ხაზს ვუსვამ, რომ მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება.

ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ და იგრძნობა, ილუზია იქმნება, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, დაახლოებით ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა. ჩვენ დეკემბერ-იანვარში 72%-ზე ავედით პირბადის ტარების მაჩვენებლით, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა მაჩვენებლების შემცირება. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, ჩვენ პირბადე დაგვჭირდება ეს გაზაფხული და შემდგომ კიდევ ვიმსჯელოთ, როგორ იქნება დინამიკა. აუცილებელია, ყველგან პირბადის ტარება. ეს არის მთავარი დამცავი და პრვენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლს მეორე ნახევარში დავიწყებთ დიდი ალბათობით პირველ პარტია ვაქცინაციას, შემდეგ მარტში იქნება შედარებით უფრო დიდი პარტიები და ვაქცინაცია აქტიურად წარიმართება ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, პირბადე მაინც რჩება პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად“, - განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42