არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ - ამირან გამყრელიძე შეზღუდვებზე
COVID-19 - 12:00, 03 Feb, 2021     1056

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა ინფიცირების იგივე მაჩვენებელს გამოიწვევს, რაც შემოდგომის მიწურულს იყო. მისი განმარტებით, რეგულაციების გაუქმება მონიტორინგის საფუძველზე უნდა მოხდეს:

„არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ! ყველა მომხრეა იმისა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან, დაკვირვებითა და მონიტორინგით ეპიდსიტუაციაზე, ამიტომ ყველა შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე, სად უფრო მეტი რისკია, როგორი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში, გარდა შეკრებისა, კიდევ სხვაც არის, როდესაც მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და შემდეგ შესაძლებელია ახლო კონტაქტი დამყარდეს, აღარ მოვყვები ამას, ყოველ შემთხვევაში, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველაზე მძიმედ საზოგადოებას სწორედ ის გადააქვს, რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42