194 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - უახლესი ინფორმაცია პენიტენციური სამსახურიდან
COVID-19 - 17:00, 02 Feb, 2021     1329

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია.

უწყების ცნობით, ჯამში ჩატარდა 11 944 ტესტი, საიდანაც დადებითი 194 აღმოჩნდა, ინფიცირებულთაგან 26 უკვე გამოჯანმრთელებულია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამ ეტაპზე ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. ჯამში ჩატარდა 11944 ტესტი, საიდანაც დადებითი არის 194 (მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 26) პასუხი. ტესტირება ჩაუტარდა N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში მყოფ 103 პატიმარს და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. ასევე ტესტირება ჩაუტარდა N17 პენიტენციური დაწესებულების 1499 მსჯავრდებულს, რომელთაგან 81-ს covid-19 დაუდასტურდა. მოცემული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მათი უმეტესობა ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ხოლო ნაწილს სუსტად გამოვლენილი სიმპტომები აქვს. ისინი დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან. თუ დადგა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, პენიტენციური სამსახური მათ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ განმეორებითი PCR ტესტირება (ორი კვირის შუალედით) უკვე ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო N5 (ქალთა) დაწესებულებაში ტესტირება უკვე მესამედ ჩატარდა, ჯამში 2988 - ტესტი. აქედან დადებითია მხოლოდ 5 შემთხვევა. კერძოდ, 3 შემთხვევა N5 (ქალთა) დაწესებულებაში, სადაც იყო 26 დადასტურებული და შესაბამისად, 23 გამოჯანმრთელდა. ასევე 2 დადასტურებული შემთხვევაა N2 (ქუთაისის) დაწესებულებაში, სადაც იყო 5 დადასტურებული, შესაბამისად, 3 გამოჯანმრთელდა", - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42