500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:15, 02 Feb, 2021     1573
მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5 სტარტაპი, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობით, საქართველოში აქსელერაციის გლობალური პროგრამა, 500 Startups-ი ხორციელდება. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5 დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. გვჯერა, რომ 500 Georgia უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42