სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ალაგებდნენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს მოსწავლეები. კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ეთერ ჯაფარიძემ განაცხადა რომ ბავშვები თვითნებურად, წაიყვანა მერიაში და ტუალეტი დაალაგებინა. ჯაფარიძემ, თავისი საქციელის მოტივად, მოზარდებისთვის შრომის შეყვარება დაასახელა.
ფაქტს, სოციალურ ქსელში ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვაც გამოეხმაურა. ის მოსწავლეების მიერ ტუალეტების ხეხვას კატეგორიულად გაემიჯნა, თუმცა დამხმარე პერსონალს სოლიდარობას უცხადებს
„ისე, საქართველოში თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო საერთო მოხმარების ტუალეტი, რომ დამლაგებლების იმედად მისვრილ-მოსვრილი და ჩაურეცხავი აღარ დატოვონ არასოდეს! ჩემი სოლიდარობა დამხმარე პერსონალს!
P.S. მერიის ტუალეტების მოსწავლეების მიერ ხეხვას ვემიჯნები კატეგორიულად“, - წერს ნინო კუზანოვა.
მასალის გამოყენების პირობები